მშვიდად მიმდინარეობს გამოცდები ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც მეორე სესიისთვის სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესს მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე გაეცნო.
აჭარის რეგიონში ორი საგამოცდო ცენტრი მუშაობს, ერთი ბათუმში, ერთი ხულოში. აჭარის საგამოცდო ცენტრებში დღეს 1788 აბიტურიენტი აბარებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას.
ბათუმის საგამოცდო ცენტრში, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მდებარეობს, როგორც დანარჩენ საგამოცდო ცენტრებში რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე გამოცდებზე ოპერატიულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმს იღებს გამოცდების ეროვნული ცენტრი, ასევე მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური.