მანდატურები თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
თელავის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მანდატურებს შეხვდნენ. შეხვედრას მოსწავლეები, მშობლები და კახეთის ადგილობრივი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
მანდატურებმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი, განმარტეს მანდატურის სამსახურის არსი, მათი ფუნქცია-მოვალეობები. მანდატურებმა მოსწავლეებს გაუზიარეს თბილისის სკოლაში მუშაობის საკუთარი გამოცდილებები. შეხვედრა ორი საათი მიმდინარეობდა.
მანდატურების და მოსწავლეების შეხვედრა USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
მანდატურების თქმით, მსგავსი შეკრებები აუცილებელია, რადგან მოსწავლეები და მშობლები უშუალოდ ეცნობიან მანდატურების სამუშაო სპეციფიკას.
როგორც მანდატურები აცხადებენ, ისინი მზად არიან როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის ნებსიმიერ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ. მსგავს შეკრებებს მანდატურები სხვადასხვა ქალაქებშიც გეგმავენ.
School Resource Officers met with school students of Telavi. The meeting was also attended by their parents and teachers as well as local journalists.
SROs discussed with the students the aim of their office, their duties and responsibilities. SROs of Tbilisi schools shared their working experience with the students. The meeting lasted for 2 hours.
The meeting was held with support of USAID.
As SROs stated, there are ready to regularly hold such meeting with school students and answer any question of parents, teachers and children. Such meeting will be hold in other cities of the country.