თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტსა
და გორის სახელმწეიფო უნივერსიტეტს შორს ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმით გათვალისწინებულია: ერთობლივი აკადემიური (საბაკალავრო,
სამაგისტრო, სადოქტორო) და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება, თბილისის ღია სასწავლო
უნივერსიტეტის „იურიდიული კლინიკის“ ორგანიზებით, უნივერსიტეტში არსებული იმიტირებული
სასამართლო დარბაზში, ერთობლივი ”იმიტირებული სასამართლო პროცესების” ჩატარება და სხვ.
თბილისის ღია უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა, სამართლის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნოდარ პაპუკაშვილმა, გორის სასწავლო უნივერსიტეტიდან - რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ თბილისის ღია უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა
და სიგელებით დააჯილდოვა.