საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს. მინისტრი მათ რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებს და სამომავლო გეგმებს აცნობს.
მასწავლებლებთან შეხვედრისას მთავარი თემა მიმდინარე სასერტიფიკაციო გამოცდები და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
მასწავლებლებთან მინისტრის შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრებზე ხატია დეკანოიძე იმ პრობლემებითაც ინტერესდება, რომელიც პედაგოგებს აქვთ და რომელთა მოგვარებაშიც მათ თანადგომა ესაჭიროებათ.
მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრი დედაქალაქისა და რეგიონების ყველა დირექტორსა და მასწავლებელს შეხვდება.