ტრენინგი სპეციალური პედაგოგიკის სამაგისტრო კურსის დანერგვაში
11.07.2011
მასწავლებლის სახლში სპეციალური პედაგოგიკის სამაგისტრო კურსის დანერგვაზე ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები 6 მიმართულებით ტარდება:
  1. მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება
  2. მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება  
  3. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება  
  4. ქცევის დსღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება  
  5. ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება  
  6. მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება  

თითოეულ მიმართულებაზე ცალკე ჯგუფი მუშაობს. ექვსივე ჯგუფი პარალელურ რეჟიმში განიხილავს დარღვევების სპეციფიკას და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდოლოგიას. ტრენინგები ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სამაგისტრო კურსის დანერგვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული კურსის მომზადებაში უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს სპეციალური პროფილის მქონე სკოლების პედაგოგები საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ეხმარებიან.

ტრენინგებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი,   USAID, -ი, Save the Children-ი და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო ერთობლივად ატარებენ. ტრენინგების დაწყებამდე ტრენერებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს.