დასრულდა გამოცდები ზოგად უნარებში
11.07.2012
გუშინ, 10 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით დასრულდა გამოცდები ზოგად უნარებში. ორი დღის განმავლობაში ტესტირება 35 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. დღეს 11 ივლისს კი საგამოცდო ცენტრებში პედაგოგებს ელიან, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში შემდეგ საგნებზე იმუშავებენ: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია და ქიმია. საგამოცდო პროცესში დღეს ის აბიტურიენტებიც ჩაერთვებიან, რომლებსაც გეოგრაფიის ჩაბარება უწევთ.