ზაფხულის
თვეებში 60-ზე მეტი უცხოელი ქართულ
ენას საქართველოში შეისწავლის. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო
კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში განხორციელდება.
4 სხვადასხვა
ჯგუფი საქართველოს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეწვევა. ქართველოლოგიური
მეცნიერებებით დაინტერესებული უცხოელები ადგილზე შეისწავლიან ქართულ ენას, გაეცნობიან
ძველ და თანამედროვე ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, დაათვალიერებენ საქართველოს
კუთხეებსა და ღირსშესანიშნაობებს. უცხოელ სტუდენტებს მაღალკვალიფიციური მეცნიერები
თეორიულ და პრაქტიკულ მედაცინეობებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად
ჩაუტარებენ.
პროექტები ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული
მუზეუმის, კროს–კულტურული
უნივერსუმის (CCU) ბაზებზე განხორციელდება.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის სამეცნიერო მიმართულებაში უცხოელი მკვლევრების
მოზიდვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.
კონკურსი 2009 წლიდან იმართება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის უცხოელი კურსდამთავრებულები აქტიურად მუშაობენ
ქართველოლოგიაში, ზოგი მათგანი კი ქართულ ლიტერატურასაც თარგმნის.