საერთო სამაგისტრო გამოცდა
12.07.2012

12 ივლისს გამოცდების პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთვენენ. ისინი გამოიცდებიან ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებაში. ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში კი გამოცდა 13 ივლისს ჩატარდება. 2012 წელს სამაგისტრო გამოცდებზე 8 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ მომავალი მაგისტრებისათვის მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული, რომელიც 2250 ლარს შეადგენს.