საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინიტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა
და საზოგადოებრივი კოლეჯების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე
ისაუბრეს და ერთმანეთს აზრები გაუზიარეს. საზოგადოებრივი კოლეჯების
წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ლიბერალური საგანმანათლებლო
პროგრამების განხორციელების თაობაზე. აქცენტები გაკეთდა პროფესიული
საგანამანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მექანიზმებზე.