გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას იწყებს, რომელთა გაგება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტს შეეძლება, ამისათვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნონ, წელს უკვე განახლებულ ნომერზე 9333. მომსახურების საფასურია 50 თეთრი.
წელს, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადასალახავად აბიტურიენტს 21 სწორი პასუხი უნდა ჰქონოდა. გარდა მედიკოსის, სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისა, სადაც ზღვარი 10%-ითაა გაზრდილი.
გამოცდები ზოგად უნარებში 9 და 10 ივლისს ჩატარდა. დარეგისტრირებული 35 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე გამოცხადდა 97%ზე მეტი, დაიგვიანა ოთხმა.
მხოლოდ უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტი სურვილის შემთხვევაში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხოს. ხოლო ამავე გამოცდაში 40% ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პროფესულ კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად იგი 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებს სახელმწიფოსგან.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისას, სხვა საგნებთან შედარებით ზოგადი უნარების ქულის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია. წელს, ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 92% - ზე მეტამა შეძლო მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა.