ვიდეოკონკურსი „ჩემი ევროპული ენა“
23.07.2012

ევროპული კულტურული ინსტიტუტების კლუბი (EUNIC) საქართველოში 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ვიდეოკონკურსში „ჩემი ევროპული ენა“.

კონკურსანტებმა უნდა გადაიღონ ორწუთიან ვიდეოკლიპი რომელიმე ევროპულ ენაზე, ატვირთონ Youtube-ზე და 2012 წლის 10 სექტემბრამდე გადააგზავნონ სახელი, გვარი და ვიდეოს შესაბამისი ბმული  შემდეგ მისამართზე: edl@tilissi.goethe.org

გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 26 სექტემბერს, ევროპული ენების დღეს, თბილისის ევროპის სახლში.

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  Facebook-ის სპეციალურ გვერდზე https://www.facebook.com/myeuropeanlanguage

ასევე გოეთეს ინსტიტუტის http://www.goethe.de/ins/ge/tif/lhr/ka9581807.htm და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის http://www.institutfrancais.ge/ge/culture/les_actualites_culture/882/?p=1 ვებგვერდებზე.

 

კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.