კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
27.07.2012

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 310 კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში დიპლომები და სიგელები გადაეცათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.


წელს გორის უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის, ჰუმანიტარული, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და უმაღლესი პროფესიული პროგრამების 310-მა სტუდენტმა დაამთავრა.

ღონისძიების ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა  მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის საქმიანობა და მომავალი გემგები გააცნო. ამავე დღეს  დაჯილდოვდნენ წარჩინებული კურსდამთავრებულები,  სიგელები გადაეცათ სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებს, ხოლო უნივერისტეტის რამდენიმე პროფესორი  გოგებაშვილის მედლით დაჯილდოვდა.