პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
31.07.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს. მათ, ვინც 2 აპრილიდან 17 ივნისამდე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირება ვერ შეძლო, 2012 წლის 1-დან 17 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge-ზე  გაიარონ.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა მშობლებს 20-დან  30 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.