სტუდენტებთან შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სასიხარულოა როდესაც სტუდენტები თავიანთი პროფილის მიხედვით არიან დასაქმებულნი და რომ შესაძლებელია სულ მალე ისინი ძალიან დიდი აღმოჩენის მონაწილენიც გახდნენ.
კახეთის რეგიონში “summer job”-ის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოებზე 800-მდე სტუდენტია დასაქმებული.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის 25000 სტუდენტი იღებს მონაწილეობას და მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს.