სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან
15.08.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი გამართა.

პროექტი 2005 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად იზრდება იმ კატოგორიათა ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი სტუდენტები ფინანსდებიან. 2012-2013 სასწავლო წელს დაფინანსებაზე 1 118 208 (ერთი მილიონ ას თვრამეტი ათას ორას რვა) ლარია გამოყოფილი.  

წელს პირველად სრულად  დაფინანსდებიან: სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდებიან გარკვეული რაოდენობის სტუდენტები (იხ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის #300 დადგენილება):

I. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძ­­ლება მოიპოვოს  სტუდენტმა, რომელიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავ­ლო­ბა­ში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­­­რებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შე­­­სა­ხებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუ­პირე­ბულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერი­ტო­რია) არ­­სე­­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რო­მელ­­თა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დად­გე­ნილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგ­ვის­­ტო­მ­დე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტე­­რი­ტო­­­­რიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების და­მადას­ტუ­რე­­ბე­ლი დოკუმეტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგ­ლებს გა­­­რეთ, აქე­დან:

            ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟა­რის მუნიციპალიტეტში;
            ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსე­თის ავტო­ნო­მიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთას, ერედვისა და ახალ­გორის მუნიციპალიტეტებში;
            გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში.

  • სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერი­ტო­რი­­ული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვ­ლოდ დაკარგულთა შვილები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო);
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

II. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძ­­ლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა შემ­დე­გი მიმართულებებისა ან დარგების/სპეციალობებისა: ა) სამართალი; ბ) ჯანდაცვა; გ) ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა; დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; ე) საერთაშორისო ურთიერთობები; ვ) საჯარო მმართველობა და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლო­ბაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამა­დას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლო­გიური მიგ­რაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათ­ლებლო და­წე­­სებულებებში, აქედან:
  • მესტიის მუნიციპალიტეტში;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტში;
  • ონის მუნიციპალიტეტში;
  • ქედის მუნიციპალიტეტში;
  • ხულოს მუნიციპალიტეტში;
  • შუახევის მუნიციპალიტეტში;
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტში;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვე­­შე­თის, მლეთას, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკო­ლებ­ში);
  • ადიგენის მუნიციპალიტეტში;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტში;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში;
  • წალკის მუნიციპალიტეტში;
  • დმანისის მუნიციპალიტეტში;
  • ახმეტის მუნიციპალიტეტში (პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში);
  • ასპინძის მუნიციპალიტეტში.
  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი  წლის განმავლო­ბაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვ­რის­­პირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე­ბუ­­ლე­ბებში.
  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლო­ბა­ში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების და­მა­დას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამა­დასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მო­სახ­ლეობის შთამომავლები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  • სტუდენტები, რომელთა ოჯა­ხები რეგისტრი­რებული არი­ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბა­ზა­ში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;

 თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრუ­ლად არ გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, იგი გადა­ეცემათ:

  • საქართველოს ტერი­ტო­რიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვ­­ლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებიც ჩარიცხულები არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოი­პოვეს სრუ­­ლი გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2011-2012, 2010-2011, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;
  • ასევე წელს პირველად თანხა გადაეცემათ:

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომ­ლებიც ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2011-2012, 2010-2011, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008, სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის #300 დადგენილებას.

დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2012 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.