სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება

2012-2013 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

2012-2013 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსები­სთვის გა­მოყოფილია 1 118 208 (ერთი მილიონ ას თვრამეტი ათას ორას რვა) ლარი.

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიებში შემავალ გარკვეული რაოდენობის სტუდენტებს (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის #300 დადგენილება).

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნან­­­სების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხა­დებას, რომ­­­ლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუს­ხა დამტკი­ცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრის 2012 წლის 06 აგვისტოს #915 ბრძანებით.

დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2012 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

I. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძ­­ლება მოიპოვოს  სტუდენტმა, რომელიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავ­ლო­ბა­ში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­­­რებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შე­­­სა­ხებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუ­პირე­ბულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერი­ტო­რია) არ­­სე­­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რო­მელ­­თა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დად­გე­ნილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგ­ვის­­ტო­მ­დე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტე­­რი­ტო­­­­რიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების და­მადას­ტუ­რე­­ბე­ლი დოკუმეტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგ­ლებს გა­­­რეთ, აქე­დან:

            ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟა­რის მუნიციპალიტეტში;
            ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსე­თის ავტო­ნო­მიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთას, ერედვისა და ახალ­გორის მუნიციპალიტეტებში;
            გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში.

  • სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერი­ტო­რი­­ული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვ­ლოდ დაკარგულთა შვილები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო);
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.

 

II. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძ­­ლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა შემ­დე­გი მიმართულებებისა ან დარგების/სპეციალობებისა: ა) სამართალი; ბ) ჯანდაცვა; გ) ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა; დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; ე) საერთაშორისო ურთიერთობები; ვ) საჯარო მმართველობა და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლო­ბაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამა­დას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლო­გიური მიგ­რაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათ­ლებლო და­წე­­სებულებებში, აქედან:
  • მესტიის მუნიციპალიტეტში;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტში;
  • ონის მუნიციპალიტეტში;
  • ქედის მუნიციპალიტეტში;
  • ხულოს მუნიციპალიტეტში;
  • შუახევის მუნიციპალიტეტში;
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტში;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვე­­შე­თის, მლეთას, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკო­ლებ­ში);
  • ადიგენის მუნიციპალიტეტში;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტში;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში;
  • წალკის მუნიციპალიტეტში;
  • დმანისის მუნიციპალიტეტში;
  • ახმეტის მუნიციპალიტეტში (პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში);
  • ასპინძის მუნიციპალიტეტში.
  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი  წლის განმავლო­ბაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვ­რის­­პირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე­ბუ­­ლე­ბებში.
  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლო­ბა­ში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების და­მა­დას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამა­დასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მო­სახ­ლეობის შთამომავლები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  • სტუდენტები, რომელთა ოჯა­ხები რეგისტრი­რებული არი­ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბა­ზა­ში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;

თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრუ­ლად არ გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, იგი გადა­ეცემათ:

  • საქართველოს ტერი­ტო­რიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვ­­ლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებიც ჩარიცხულები არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოი­პოვეს სრუ­­ლი გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2011-2012, 2010-2011, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;
  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომ­ლებიც ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2011-2012, 2010-2011, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008, სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში.