მანდატურობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
20.08.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მანდატურის ვაკანსიასზე საქართველოს შემდეგ რაიონებში: მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, წალკა და თეთრიწყარო.

მოთხოვნები:

  • ასაკი 20 წლიდან.
  • უმაღლესი ან საშუალო განათლება (სკოლის ატესტატი)
  • კომპიუტერული უნარჩვევები.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური
  • შრომისმოყვარე
  • ენერგიული
  • დისციპლინირებული

კანდიდატებმა 2012 წლის 20 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსონ  ონლაინ აპლიკაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge და www.mandaturi.gov.ge.

კანდიდატები გაივლიან ტესტირებას  და გასაუბრებას.