განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
27.08.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს. დღეიდან, 10 სექტემბრის ჩათვლით, მშობლებს საკუთარი შვილების დარეგისტრირება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და catalog.edu.ge-ზე შეეძლებათ. საბუთების მიღება სკოლებში 2 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.