საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მობილობის ახალი ვადები განსაზღვრა. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ,,მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი წლის 15 ივნისიდან 11 სექტემბრამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე.
ასევე, გაცნობებთ, რომ მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით.