Skype კონსულტაცია მასწავლებლის სახლში
26.09.2012

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ახალ მომსახურებას, Skype კონსულტაციას სთავაზობს. კონსულტაციის მიმდინარეობას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დაესწრნენ. Skype ვიდეო ზარით დღეს თბილისის 143-ე და წეროვანის მე-3 საჯარო სკოლების პედაგოგებმა ისარგებლეს.

დღეიდან ნებისმიერ პედაგოგს მასწავლებლის სახლის საგნობრივ კონსულტანტებთან გასაუბრება Skype-ით შეეძლებათ.

ეს სიახლე მათ საშუალებას მისცემს, როგორც  საკუთარ  საგანში, ისე პროფესიულ უნარებში არსებულ ნებისმიერ კითხვაზე უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი. კონსულტაციის მისაღებად  თითოეული მათგანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.tpdc.ge) უნდა დარეგისტრირდეს.

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს Skype ვიდეო ზარის გარდა კონსულტანტებთან პირად შეხვედრებსაც სთავაზობს.  შეხვედრაზე დასასწრებად ნებისმიერმა დაინტერესებულმა პედაგოგმა რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე უნდა გაიაროს.