GeoYouth კონკურსები „არჩევანი შენზეა-2012“
00.00.0000

ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ (nGnI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს „აივ პრევენციის პროექტის „ ერთ-ერთ კომპონენტს - „არჩევანი შენზეა - 2012“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას, აივ ინფექციიის, მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი პრევენციის ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი  კონკურსების განხორციელება:

  1. ეროვნული კონკურსი „გააკეთე სწორი არჩევანი!“

      I ტური - 7 ოქტომბერი -10 ნოემბერი, 2012

      II ტური - 10 ნოემბერი - 25 ნოემბერი, 2012

      III ტური - 1 დეკემბერი

 

  1. ფოტოკონკურსი „ მე მომწონს ჯანსაღი ცხოვრების წესი“

      7 ოქტომბერი - 25 ნოემბერი, 2012

 

  1. პოსტერების კონკურსი „ ჯანსაღი ცხოვრება - ჩვენი არჩევანია!“

     7 ოქტომბერი - 25 ნოემბერი, 2012

 

  1. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მარათონი „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!“

     1 დეკემბერი, 2012

  1. კონკურსებში მონაწილე საუკეთსო სასწავლებლების გამოვლენა

      1 დეკემბერი, 2012

      კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 18 წლამდე IX –XII კლასების მოსწავლეებსა და კოლეჯების სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

      კონკურსებში რეგისტრაცია წარმოებს ვებ-გვერდზე: www.geoyouth.ge

 

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      ელ-ფოსტა: info@geoyouth.ge