GeoYouth კონკურსები „არჩევანი შენზეა-2012“
06.11.2012

ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ (nGnI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს „აივ პრევენციის პროექტის" ერთ-ერთ კომპონენტს - „არჩევანი შენზეა - 2012“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას, აივ ინფექციიის, მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი პრევენციის ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი  კონკურსების განხორციელება:

1. ეროვნული კონკურსი „გააკეთე სწორი არჩევანი!“

   I ტური - 7 ოქტომბერი -10 ნოემბერი, 2012

   II ტური - 10 ნოემბერი - 25 ნოემბერი, 2012

   III ტური - 1 დეკემბერი

 

2. ფოტოკონკურსი „მე მომწონს ჯანსაღი ცხოვრების წესი“

    7 ოქტომბერი - 25 ნოემბერი, 2012

 

3. პოსტერების კონკურსი "ჯანსაღი ცხოვრება- ჩვენი არჩევანია!"

    7 ოქტომბერი - 25 ნოემბერი, 2012

 

4. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მარათონი „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!“

    1 დეკემბერი, 2012

5. კონკურსებში მონაწილე საუკეთესო სასწავლებლების გამოვლენა

    1 დეკემბერი, 2012

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე IX –XII კლასების მოსწავლეებსა და კოლეჯების სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონკურსებში რეგისტრაცია წარმოებს ვებ-გვერდზე: www.geoyouth.ge

 

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      ელ-ფოსტა: info@geoyouth.ge