სამუშაო ძალის განვითარებისთვის განსაზღვრული საკონკურსო წინადადების წინასწარი მონახაზი
12.12.2012
ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობის მიზნით, 2011 წლის დეკემბერში საქართველო შეარჩია MCC-ის მეორე ხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად. კომპაქტის შემუშავების პროცესის წინასწარი მოლაპარაკებების პერიოდში საქართველოს მთავრობამ (1) მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი - კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტებისა და პროფესიონალების დეფიციტის, როგორც ქვეყნის უწყვეტი განვითარების ძირითადი ხელშემშლელი პირობის აღმოფხვრა ეკონომიკურ სექტორებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა (2) კომპაქტის განხორციელების დეტალური პროგრამა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს პროფესიული განათლების (TVET) განვითარების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილები ქართულ და ინგლისურ ენებზე.