შეხვედრა მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან
17.02.2010
პრემიერ-მინისტრის 2009 წლის №335 ბრძანებით დაიწყო სოციალური დიალოგი მთავრობასა და პროფესიულ კავშირებს შორის. დიალოგის რეჟიმი დღემდე გრძელდება. მის ფარგლებში დღეს მინისტრი დიმიტრი შაშკინი მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარეს მანანა ღურჭუმალიძეს და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მასწავლებელთა ნებაყოფლობით სერტიფიცირებასა და მისი ჩატარების პრცედურებზე. ასევე, ”საზოგადოებრივ დარბაზის” საქმიანობაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის,  საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების, განათლების პროფესიული სინდიკატისა და განათლების ლიდერთა ლიგის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ შეიქმნა.

საზოგადოებრივი დარბაზი თვეში ერთხელ შეიკრიბება. მასში მონაწილეობის საშუალება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესებულ ყველა გაერთიანებასა თუ ორგანიზაციას  ექნება.

სამინისტრო მზადაა ყველა დაინტერესებული პირის პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს.