სტატისტიკური მონაცემები განათლების პოლიტიკის კურსის განსაზღვრის საქმეში
14.12.2012
განათლების სფეროში ანალიზისა და პოლიტიკური კურსის განსაზღვრის, ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღების, სამინისტროების სტრუქტურებს შორის სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისა და ამ მიმართულებით შრომითი ბაზრის მოთხოვნილებების კვლევის საკითხებს მიეძღვნა დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული საკოორდინაციო შეხვედრა.

შეხვედრას უძღვებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ქეთევან ნატრიაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: უცხოელი პარტნიორები - ბარბარა რეიდერი და მაიკლ სტაინერი, სტატისტიკოსები (USDA, NASS), რომლებიც მუშაობენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაძლებლობების განვითარების კუთხით, აგრეთვე, წარმომადგენლები ეკონომიკური განვითარების, სოფლის  მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქართველოს დასაქმების სამინისტროებიდან,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულებიდან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და ამერიკის საელჩოდან.