მინისტრი თსუ-ს პროფესორებს შეხვდა
18.12.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, თსუ-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის 40-მდე პროფესორს შეხვდა.

შეხვედრის თემა იყო - დიალოგი ქმედებისთვის, უკეთესი განათლებისა და უკეთესი უნივერსიტეტისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შეფასება (აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსები და მათი შედეგები);
  • სტუდენტური თვითმართველობა და მის წინაშე არსებული გამოწვევები;
  • შეხვედრის შეჯამება, პრობლემათა გადაჭრის ხედვა და პერსპექტივები სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში.