სამუშაო შეხვედრა დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელებთან
17.01.2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა  თბილისის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების კათედრის ხერლმძღვანელბთან გაიმართა. სამინისტროში კათედრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა პირველად შედგა.

სამუშაო შეხვედრაზე სკოლებში დაწყებითი კლასების კათედრის   საქმიანობაზე ისაუბრეს და ის საკითხები განიხილეს, რომლებიც სკოლებში საგნობრივი  კათედრების წარმატებულ მუშაობას განაპირობებენ. ამ მიმართულებით სამინისტროს წარმომადგენლებმა პედაგოგთა რეკომენდაციები და წინადადებებიც მოისმინეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.

შეხვედრები საგნობრივი კათედრების სხვა წარმომადგენლებთან მომავალში გაგრძელდება.