პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი და პოლონურ-ამერიკული ფულბრაიტის კომისია აცხადებენ კონკურსს 2013-2014 აკადემიურ წელს ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდიის მისაღებად კანდიდატებისათვის უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, მოლდავეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.
პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არინ საკუთარ რეგიონებში დემოკრატიის, ეკონომიკის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით. პროგრამის რეალიზება ხდება პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში ორი სემესტრის განმავლობაში სწავლების დამატებითი კურსის და აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში 2-4 კვირის განმავლობაში პროფესიონალური სტაჟირების ფარგლებში.
სფეროები:
- ეკონომიკა და მართვა
- ადმინისტრირება/მართვა (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვის სამსახური)
- საჯარო ადმინიტრაცია (სამთავრობო და თვითმმართველობა)
- სამართალი
- საზოგადოებრივი მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები
- განვითარების პოლიტიკა და ჰყმანიტარული დახმარება
ფინანსური პირობები:სტიპენდია: 1800 პოლონური ზლოტი თვეში. დამატებით პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას: საგანმანათლებლო გადასახადის, პოლონეთში დაბინავების საფასურს, დაზღვევის, პოლონეთში/დან მგზავრობის, ვიზის, წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალების ხარჯების ანაზღაურებას. სტიპენდიანტს კომპიუტერი გადაეცემა დროებით და შეიძლება გახდეს მისი საკუთრება სასტიპენდიო პროგრამის ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია შესაძლოა იხილონ ვებგვერდზე
http://www.kirkland.edu.pl/enსტიპენდიაზე განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა იწურება 2013 წლის 1 მარტს.