საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი
18.01.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  აცხადებს კონკურსს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის  დაკავების მიზნით.

კონკურსი ცხადდება საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სადაც რესურსცენტრს ჰყავს ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ფაილი.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის სამუშაოს აღწერა.

თანამდებობრივი სარგო: 1,030

 

საკონკურსო პირობები:

კონკურსი ჩატარედება სამ  ეტაპად:

I.   განაცხადების გადარჩევა
II.  ტესტირება
III. გასაუბრება

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები :

კონკურსში მონაწილეობა თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა იმ პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს.

   სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება- არანაკლებ 2 წელი;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Windows Office: Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);
  • ასაკი: 21 წლიდან  - საპენსიო ასაკამდე;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვის უნარი, მუშაობა ჯგუფში და ჯგუფთან;
  • საქმიანი ურითიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი.

 

   ნორმატიული აქტების ცოდნა:
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის  კოდექსი“;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2011 წლის 11 მარტს №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა
  • ,,კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
  • ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

დამატებითი მოთხოვნები: სასურველია

  • უცხოური (ინგლისური, რუსული) ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამა „Access“;
  • ადამიანური რესურსების/გუნდის მართვის გამოცდილება;


სავალდებულო დოკუმენტების ნუსხა:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა  გააკეთონ  ვებგვერდზე  www.hr.gov.ge მიმდინარე წლის 18 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.

 ტესტირების თარიღი და ადგილი გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 7 თებერვლიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე  www.mes.gov.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52. ტელეფონი: 231 89 40

• კონკურსი იწარმოებს სამ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;