სამუშაო შეხვედრა ზოგადი განათლების საკითხებზე
22.01.2013
საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  2011-2015 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დღეს, სიღნაღში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ გახსნა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე ნადა მარასოვიჩი და ფილიპ ტესტოტ-ფერი - გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების მრჩეველი ჟენევიდან.

ორდღიანი შეხვედრა ზოგადი განათლების ათი განმსაზღვრელი ფაქტორის  ანალიზს ეძღვნება და მისი ორგანიზატორები გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. შემდგომში ვორქშოფის შედეგად მიღებული მონიტორინგის ჩარჩო სამინისტროს და მის პარტნიორებს  იმ ძირითადი ფაქტორების დაძლევაში დაეხმარება, რაც ზოგად განათლებაში სამართლიანობის პრობლემას იწვევს.

აღნიშნული ღონისძიება  გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური ინიციატივის- „სამართლიანობის სისტემების  შედეგების მონიტორინგი“ ანალოგია.  მსგავსი პრაქტიკა  2012 წელს სკოლამდელი განთლების/დაწყებითი სწავლების სფეროში დაიწყო.  ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ რიგი კვლევებისა უკვე ჩატრდა, როგორც  სკოლამდელი განათლების მონიტორინგის მატრიცის ნაწილი.

ამჯერად, ვორქშოფი  პარტნიორებს სიღნაღში აერთიანებს, რათა მათ დრო ზოგადი განათლების საკითხებს დაუთმონ.