სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის სტრატეგიაზე მუშაობს
23.01.2013
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  წარმომადგენლის მოადგილე ნადა მარასოვიჩი და გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების მრჩეველი ფილიპ ტესტოტ-ფერინი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  2011-2015 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღში გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შეაჯამეს და ზოგადი განათლების მიმართულებით  თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განიხილეს.