სამუშაო ძალის განვითარებისთვის განსაზღვრული საკონკურსო წინადადება
25.01.2013
საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC), პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის, მეორე კომპაქტის ფარგლებში განიხილავენ 12-15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას, რომლიცს გაიცემა ღია და გამჭირვალე საგრანტო კონკურსის გზით. კონკურსის ფარგლებში,  პირველ ეტაპზე წარიმართება პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და  საჭიროების გამოვლინება, რომლის შემდგომ, მეორე ეტაპზე მოხდება პროექტების დეტალური წარდგენა, შეფასება და დაფინანსება.  საკონკურსო წინადადების პირველი ეტაპის განხორციელებისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო MCA-Georgia იწყებს განცხადების მიღებას პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განსაზღვრის მიზნით.  განაცხადები უნდა მოიცავდეს  საინჟინრო და ტექნოლოგიურ, (მშენებლობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, და ა.შ.) და  სოფლის მეურნეობის სფეროებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა თუ სხვა იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების უზრუნველყოფის სფეროში.

პროფესიული განათლების განმახორციელებელ ორგანიზაციებს საკონკურსო განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ:

1) წინადადებები შრომით ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით, ასევე  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.

2) განაცხადები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და დამსაქმებლებთან ასრებული კავშრის გაღრმავების მიზნით.

კონკურსის მეორე ეტაპზე,  პროექტები  დასაფინანსებლად ადგილობრივი და უცხოელ დამოუკიდებელი ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩევა.

საკონკურსო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 თებერვალი.

საკონკურსო პირობების დეტალურად გაცნობად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები ინგლისურ და ქართულ ენებზე.