საატესტატო გამოცდები 2013
28.01.2013

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები  4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით  გაიმართება, მეორე  ეტაპი - 2013 წლის 20 მაისიდან  29  მაისის ჩათვლით.

კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევის და  საგამოცდო განრიგის  საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად    სკოლა იღებს.

გამოცდის ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი  კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად  ვერ/არ ჩააბარა გამოცდები,  მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდება, რომელშიც  სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია. ასეთ პირს უფლება აქვს ისარგებლოს 4+4 მოდელით და გამოცდები ორ ეტაპად ჩააბაროს, ან პირველ ეტაპზევე ჩააბაროს ყველა (8) დამამთავრებელი გამოცდა.

მოსწავლეებისა და ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს.