საქართველოს განათლებისა
და მენციერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა,
სადაც იგი განათლების მინისტრების ფორუმში მონაწილეობდა. აღნიშნულ ფორუმს, განათლების მინისტრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. ფორუმის ფარგლებში ბრიტანული საგანმანათლებლო ტრენინგებისა და ტექნოლოგიების
გამოფენა (BETT – British Educational Training and Technology Show) მოეწყო. ასევე, ოფიციალურ
შეხვედრებზე განათლების სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. ვიზიტის
ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები კომპანია „ინტელის“ ვიცე-პრეზიდენტთან, ჯონ დევისთან (John E. Davies) და ბრიტანეთის საბჭოს
აღმასრულებელ დირექტორთან, მარტინ დევიდსონთან (Martin Davidson) გამართა.