სისხლის უანგარო დონაციის აქცია სამინისტროში
22.02.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მიერ ორგანიზებულ აქციაში ჩაერთნენ, მათ უანგაროდ ჩააბარეს სისხლი და ამით გამოხატეს თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.

ანალოგიურ აქციებში სისტემატიურად მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულება თუ ორგანიზაცია. ჯანმრთელი პოპულაციიდან სისხლის დონორების შერჩევას, დონაციის ჩატარებას, სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადებას სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური ახორციელებს.  აქვე ხდება დონორული სისხლის აპრობაცია, დამზადებული სისხლის კომპონენტების ხარისხის კონტროლი, შენახვა და სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა 24 სთ–იან რეჟიმში.