სალენტოს უნივერსიტეტის იტალიური სკოლის სტიპენდიები
25.02.2013

იტალიის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ სალენტოს უნივერსიტეტის იტალიური სკოლა უცხოელთათვის გასცემს 10 სტიპენდიას 2013 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში  საზაფხულო კურსებზე დასასწრებად (5 სრული სტიპენდია, 5 - 50%-იანი). 

აღნიშნული სტიპენდიები განკუთვნილია სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან, რომელთა იტალიური ენის ცოდნა შეესაბამება A2, B1 და B2 დონეს.

დოკუმენტების
წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 29 მარტი.


შემოთავაზებული
პროგრამის კონკრეტული პროცედურებისა და კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმების  შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.unisalento.it/web/guest/home_page