იონსეის კორეული ენის ინსტიტუტში კორეული ენის კურსების შესახებ
26.02.2013

იონსეის კორეული ენის ინსტიტუტში კორეული ენის კურსებში მონაწილეობისთვის მინიმალური მოთხოვნაა საშუალო სკოლის დიპლომი ( high school diploma).

კორეული ენის პროგრამაზე  განაცხადის შესატანად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა :

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა ( რეკომენდირებულია ონლაინ აპლიკაციის შევსება)
  • აპლიკაციის საფასური - არა ანაზღაურებადი -  60, 000 სამხრეთ კორეული ვონი ( 55 დოლარი )
  • სტუდენტის ნიშნების ფურცელის ასლი ან დიპლომი დამთავრებული სკოლისაგან/უნივერსიტეტისაგან
  • სტუდენტის პასპორტის ფოტო ასლი
  • ორიგინალი ნოტარიზებული სპონსორობა და ბანკის ფინანსური ამონაწერი ( 3000 დოლარზე მეტი)  მათთვის ვისაც სურს ვიზის ( D – 4)   მიღება

 2013  წლის აკადემიური წლისათვის ერთი სემესტრის საფასური არის 1, 680 000 კორეული ვონი ( დაახლ 1545 დოლარი) .

დაფინანსების მიღება შესაძლებელია  სხვადასხვა  დაფინანსების წყაროდან.

 

კურსის შესახებ და ასევე დაფინანსების წყაროების შესახებ დამატებითი  ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კორეული ენის ინსტიტუტის ვებგვერდზე  http://www.yskli.com/index.asp