პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია
შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები შედიან. დღეს, კომისიის
პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.
სპეციალური კომისია განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროში შემოსული წერილებისა და ინიციატივების საფუძველზე
შეიქმნა. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და გარკვეული კრიტერიუმების შემუშავების
შემდეგ, კომისია დედაქალაქსა და რეგიონებში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების დაფუძნების საჭიროების,
მიზანშეწონილობისა და განხორციელების საკითხებს განიხილავს.