იტალიის საელჩოს ინფორმაცია მედიცინისა და ქირურგიის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ
18.03.2013

იტალიის საელჩოს ინფორმაციით, 2013 წლის 15 აპრილს ტარდება გამოცდა IMAT (International Medical Admissions Test) 2013-2014 სასწავლო წლის მედიცინისა და ქირურგიის ინგლისურენოვან სამაგისტრო ერთიანი ციკლის კურსზე ჩასარიცხად.

     აღნიშნული კურსის გავლა შესაძლებელია შემდეგ სასწავლებლებში:

  • ბარის უნივერსიტეტი „ალდო მორო“;
  • ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტი;
  • მილანის უნივერსიტეტი;
  • პავიას უნივერსიტეტი;
  • რომის უნივერსიტეტი;
  • რომის უნივერსიტეტი „ლა საპიენცა“;
  • რომის უნივერსიტეტი „ტორ ვერგატა“.

    გამოცდის ჩაბარების ადგილი, ტესტირების საათები (როგორც იტალიაში, ასევე საზღვარგარეთ) და ადგილების რაოდენობა მითითებულია იტალიის  განათლების უნივერსიტეტებისა და კვლევის სამინისტროს 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანებაში (#109). აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვეგვერდზე: http://www.consregsardegna.it/resoconti/resoconto.asp?idverbale=140193

   გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად „უნივერსიტალის“ (Universitaly) ინტერნეტ პორტალზე შემდეგ ვებ მისამართზე: http://www.universitaly.it/index.php/students/IMATregistration რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 20 მარტი.