სლოვაკეთის რესპუბლიკის სტიპენდიები 2013-2014 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო ორი სტიპენდია 2013-2014 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე
სასწავლებლად.
სტიპენდია
გამოყოფილია შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად:
- მასწავლებელთა მომზადება და პედაგოგიური მეცნიერებები (Teacher Training and Education Science);
- სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებები (Social and Behavioral Science);
- ბიზნესი და ადმინისტრირება (Business and Administration)
- ეკოლოგია და გარემოს დაცვა (Ecological and Environmental Sciences);
- არქიტექტურა და ინჟინერია(Engineering);
- სოფლის მეურნეობა (Agriculture);
- მეტყევეობა (Forestry);
- წყლის რესურსების მენეჯმენტი (Water Resource Management);
- სამშენებლო ინჟინერია, წარმოება და
კომუნიკაცოები (Building Engineering, Manufacturing and
Communication)
დეტალური
ინფორმაცია სლოვაკეთის რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების სპეციალობათა სისტემის შესახებ იხილეთ თანდართული ცხრილის სახით.
სტიპენდია
ითვალისწინებს სწავლას სლოვაკეთის საჯარო უნივერსიტეტებში სლოვაკურ ენაზე.
დეტალური
ინფორმაცია სტიპენდიის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით და ასევე ვებ-გვერდზე: www.studyin.sk; www.vladnestipendia.sk