საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა 2013 წელს განხორციელებულ სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე
ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა მოკლედ
შეაჯამა სამინისტროს
საქმიანობის ხუთი თვე. აღნიშნული პერიოდისთვის:
- სამინისტრომ 2013-2014 სასწავლო წლებისთვის 2084 საჯარო სკოლის 650 ათასი მოსწავლის უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა შეძლო;
- "სკოლის ხელმისაწვდომობის“ პროექტის ფარგლებში 2013 წლის იანვრიდან 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლე სასკოლო ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი;
- 2013 წლიდან მასწავლებლის შრომის
ანაზღაურება 26%-60%-ით, ანუ 60-205
ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 50 მლნ. ლარით გაიზარდა სამინისტროს
2013 წლის ბიუჯეტი;
- რეგიონების 20-მდე საჯარო სკოლაში გაზიფიკაცია და 20-მდე საჯარო
სკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა;
- წელს პირველად, სახემწიფო უმაღლესი სასწავლებლების 17 სპეციალობაზე სწავლას დააფინანსებს;
- 2013 წელს ეროვნული
გამოცდების
საფუძველზე გასაცემი
სახელმწიფო
დაფინანსების წლიური მოცულობა გაორმაგდა, საგრანტო დაფინანსება ყველა ფაკულტეტზე გავრცელდება;
- დაფინანსების ოდენობა
გაორმაგდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამების ფარგლებში;
- გაორმაგდა „სახელმწიფო
სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ბიუჯეტი;
- 2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 2423 სტუდენტს 2012-2013 სასწავლო წლის
სწავლის საფასური დაუფინანსდა.
2013 წლისათვის:
- 600-მდე საჯარო სკოლა
რეაბილიტაციას გაივლის და წარმოებული სამუშაოები
მხოლოდ ხარისხზე იქნება ორიენტირებული;
- ათასწლეულის (mcc)
ხუთ წლიანი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს
მაშტაბით დამატებით 150 სკოლა გარემონტდება;
- აშენება რამდენიმე სკოლა;
- იგეგმება 42 საჯარო სკოლის
გაზიფიკაცია;
- წელს ყველა პირველკლასელი
მიიღებს კომპიუტერს;
- სკოლები აღიჭურვება ახალი
სასკოლო ინვენტარით;
- პროფესიული განათლების სისტემის განვითარების
ხელშეწყობისათვის, დაგეგმილია 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.
ეს არის მოკლე ჩამონათვალი
2013 წელს განხორციელებული და დგეგმილი სიახლეებისა. მოკლე ანგარიში შემდეგ შეხვედრა
კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და გიორგი
მარგველაშვილმა ჟურნალისტთა ყველა შეკითხვას
უპასუხა.
ჟურნალისტების კითხვები
შეეხებოდა უფასო სახელმძღვანელოების თემას, სკოლების რეაბილიტაციას, საატესტატო და
სამაგისტრო გამოცდებს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მასწავლებელთა საქმის შემსწავლელი
კომისიის მუშაობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.