გიორგი მარგველაშვილი ნორჩ გამომგონებლებს შეხვდა
26.04.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს,  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VII საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულ 27 ქვეყნის 30 წარმომადგენელს შეხვდა. გამომგონებლური და შემოქმედებითი  ნიჭით დაჯილდოებულ VII-XII კლასელ მოსწავლეებს მინისტრმა კონკურსში  გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

უცხოელმა მოსწავლეებმა მინისტრთან შეხვედრისას ოლიმპიადის მნიშვნელობაზე, საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ გიორგი მარგველაშვილისთვის მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადას „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2005 წლიდან ახორციელებს.