იტალიის მთავრობის მიერ 2013-2014 აკადემიური წლისთვის გამოყოფილ სასწავლო პროგრამები მედიცინაში
30.05.2013

კათოლიკა დელ საკრო კუორეს (Universita Cattolica del Sacro Cuore) უნივერსიტეტი  დაინტერესებულ პირებს  2013-2014 აკადემიური წლისთვის სთავაზობს სწავლის გაგრძელებას იტალიაში ექვსწლიან კურსზე მედიცინასა და ქირურგიაში. სწავლების ენა არის ინგლისური, თუმცა, სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ იტალიურ ენას სპეციალური კურსების მეშვეობით. სწავლების დასრულების შემდგომ სტუდენტებს მიენიჭებათ მედიცინისა და ქირურგის დოქტორის ხარისხი.

მსურველებს 2013 წლის 9 სექტემბერს წინასწარ ჩაუტარდებათ ტესტირება. სტუდენტებს აუცილებელია ჰქონდეთ ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი (თორმეტწლიანი).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული: http://roma.unicatt.it/home?rdeLocaleAttr=en.

დამატებითი შეკითხვების შემთხევაში კი პირდაპირ დაუკავშირდით უნივერსიტეტის წარმომადგენლობას (ტელ: +390630154360, ელ-ფოსტა:rettore@unicatt.it).