მოსწავლეები ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპებს გაეცნობიან
05.06.2013
საერთაშორისო სასკოლო პროექტის - SPARE (School Project for Application of Resources and Energy) ფარგლებში,  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა, კავშირის მდგრადი განვითარებისთვის „ეკოხედვა/EcoVision“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო სულხანიშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის  პროგრამის დირექტორმა ჰანს-იოახიმ ლიპმა და ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) წარმომადგენელმა.

მემორანდუმის მიზანია  უზრუნველყოს მხარეებს შორის თანამშრომლობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების  სკოლებში და საზოგადოებაში დანერგვის ხელშეწყობა, პედაგოგების საინფორმაციო და მეთოდური მასალებით დახმარება, ენერგოეფექტურობის კუთხით ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკულ საქმიანობებში სკოლების ჩართულობის მხარდაჭერა.