საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების განმეორებითი კონკურსი
07.06.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს განმეორებით კონკურსს სამინისტროს  ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის სამუშაოს აღწერა:

რესურსცენტრის უფროსი:

  • ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
  • პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;   კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
  • იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს რესურს-ცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას. კანონით დადგენილი წესით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურს-ცენტრის თანამშრომლებს;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამტკიცებს რესურს-ცენტრის შინაგანაწესს. შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
  • ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს  ცენტრის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მოგროვებას-დამუშავებას და შესაბამისი სტრუქტურებისათვის მიწოდებას;
  • უზრუნველყოფს სკოლების ანგარიშების საფუძველზე ცენტრის თანამშრომლების მიერ სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენას;
  • მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების კორესპოდენციებს;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
  • პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების   დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1,030

საკონკურსო პირობები:

კონკურსი ჩატარედება სამ  ეტაპად:

I .   განაცხადების გადარჩევა

II.  ტესტირება (ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული)

III. გასაუბრება (გასაუბრების ეტაპზე მოხდება ფუნქციური წერის უნარების შემოწმებაც).

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები :

კონკურსში მონაწილეობა თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა იმ პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნასამართლეობის ცნობები.

აგრეთვე:

  • კადრების აღრიცხვის ფურცელი (CV);
  • განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • ფოტოსურათი (3×4-ზე) CD დისკთან ერთად.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • განათლების სფეროში მუშაობის  არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Windows Office: Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის  კოდექსი“;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2011 წლის 11 მარტს №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა;
  • ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2006 წლის 17 იანვარის №31ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება“;
  • ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

  • მენეჯერული უნარ-ჩვევები;
  • მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმიანი ურითიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • ანალიტიკური   აზროვნება;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის  მართვის უნარ-ჩვევები;
  • ფუნქციური წერის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

უცხო (ინგლისური, რუსული) ენის ცოდნა;

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ მიმდინარე წლის 06 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით ვებგვერდზე  www.hr.gov.ge .

ტესტირების თარიღი და ადგილი გამოქვეყნდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე  www.mes.gov.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52. ტელეფონი: 231 89 40

დაკავშირება მოხდება  იმ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.