საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო 2013 წლის 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა
რეგისტრაციას აცხადებს.
გამოცდაზე გასვლის უფლება
აქვთ:
- საბაზო/საშუალო საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც
2012-13 საასწავლო წლის განმავლობაში ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული
საგნისათვის განსაზღვრული საათების 30% და მეტი გააცდინეს.
- იმ
პირებს, რომლებმაც ცალკეული კლასების ან სემესტრის სასწავლო პროგრამები ვერ
დაძლიეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის ფორმით დასაძლევი
კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, ამასთან, დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის ან სემესტრის
შესაბამისი პროგრამა. თუ არსებობს ობიექტური გარემოებები საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ასაკობრივ შეზღუდვასთან
დაკავშირებით გამონაკლისი შემთხვევები.
ექსტერნის ფორმით პროგრამის
დაძლევის მსურველთათვის გამოცდები
ჩატარდება 26 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.
მსურველთა რეგისტრაცია შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში
იწარმოებს.