შეხვედრა ბათუმელ პედაგოგებთან
21.06.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და ის სიახლეები გააცნო, რომელიც ბოლო პერიოდში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელდა. ამავე დღეს მინისტრმა სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ ბათუმის №2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს   ნარგიზა ბერიძეს  გადასცა.

ნარგიზ ბერიძემ პედაგოგიური მოღვაწეობა ქედის რაიონში დაიწყო, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში 1996 წლიდან მუშაობს, ახალგაზრდა თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის არაერთი ჯილდო და ქების სიგელი აქვს მიღებული, მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას, არის შემოქმედებითი და სიახლეების მიმდევარი, მონაწილეობს სასწავლო კონფერენციეფსა და სემინარებში.

დაჯილდოების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პედაგოგთა შეკითხვებსაც უპასუხა.