მასწავლებელთა
შრომის ანაზღაურების გაზრდის შემდეგ,
2013 წლის სექტემბრიდან, ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის დირექციას, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ
პერსონალს ხელფასი გაეზრდება. შესაბამისი
პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ
თამარ სანიკიძემ დღეს, მასწავლებლის სახლში შეკრებილ თბილისის საჯარო სკოლების
დირექტორებს წარუდგინეს.
სკოლის დირექციის,
ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის ხელფასები საშუალოდ 40-45 %-ით იზრდება. გაზრდილი ანაზღაურების 2012 –2013 წლების შედარებითი ანალიზი ასეთია:
- საჯარო სკოლის დირექტორის საშუალო ხელფასი, რომელიც 460 ლარს (მინიმუმ 300 ლარი, მაქსიმუმ
1800 ლარი) შეადგენს, სექტემბრიდან გაიზრდება და
600 ლარს (მინიმუმ 400 და მაქსიმუმ 1800 ლარი) მიაღწევს;
- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის საშუალო ხელფასი 335 ლარია (მინიმუმ 60 ლარი,
მაქსიმუმ 1300 ლარი), სექტემბრიდან კი, 400 ლარი (მინიმუმ 330 და მაქსიმუმ 1100 ლარი) გახდება;
- საჯარო სკოლის ბუღალტრის საშუალო ხელფასი 235 ლარია (მინიმუმ
60 ლარი, მაქსიმუმ 1300 ლარი), სექტემბრიდან გაიზრდება და მიაღწევს 320 ლარს (მინიმუმ 220 და
მაქსიმუმ 1000 ლარი);
- საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის საშუალო ხელფასი 230 ლარს (მინიმუმ 40 ლარი,
მაქსიმუმ 1100 ლარი) შეადგენს, სექტემბრიდან
300 ლარს (მინიმუმ 220 და მაქსიმუმ 700 ლარი) მიაღწევს;
- საჯარო სკოლის დამლაგებლის საშუალო ხელფასი 115 ლარია (მინიმუმ 25 და მაქსიმუმ 420 ლარი),
სექტემბრიდან გაიზრდება და 210 ლარს მიაღწევს
(მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 350 ლარი) და ა.შ.
- სკოლებში გაიზრდება მინიმალური თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ
იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები და ამ ეტაპზე 150 ლარს მიაღწევს.