საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ინიციატივით
დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კლუბის წარმომადგენლებს
შეხვდა. თავდაპირველად, ექსპერტები გიორგი მარგველაშვილის, როგორც მინისტრის საქმიანობით
დაინტერესდნენ და ვრცელი ინფორმაცია მოისმინეს ბოლო რვა თვის განმავლობაში განხორციელებულ
პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ფარგლებში, კლუბის წევრებმა გიორგი მარგველაშვილს
კითხვები დაუსვეს როგორც ვიცე-პრემიერსა და
საპრეზიდენტო კანდიდატს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან
დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.