საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები
11.07.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე აპლიკანტთა ტესტირების შედეგები ცნობილია. კომისიამ გამსვლელ ქულად 60 ქულა განსაზღვრა. ბმულში იხილეთ იმ აპლიკანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა ტესტირება.

ტესტირების შედეგების გასაჩივრებისთვის ორი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 12 და 15 ივლისი. გასაჩივრების შემთხვევაში, აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადი უნდა წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: დ. უზნაძის #52), საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის, დავით ზურაბიშვილის სახელზე.

კონკურსის ბოლო ეტაპის, გასაუბრების შესახებ ინფორმაცია (კონკრეტული გვარებისა და ვადების მითითებით) სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსდება.